მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2017-2020 წლებში, ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

არსებული ინფორმაციის თანახმად, განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:

  • თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა
  • გორი სამების ქუჩა N1
  • რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა
  • ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27
  • ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც [email protected].