მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროფესიულის სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახური გადავადდება

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში

პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახური ერთჯერადად გადავადდება. ცვლილება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შევა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას, ასევე არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს. ეს იქნება მხოლოდ ერთჯერადი გადავადება. პროფესიულ განათლებაში კურსები არის 12 ან 24 თვიანი, რაც მთავარია პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ეს ვერ გახდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რადგან ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას, შეიძინონ პროფესია“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.