მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა არის შენი გადასაწყვეტი ბიჭო“ - მიტროპოლიტი ჟურნალისტს ყელში სწვდა (ვიდეო)

მიტროპოლიტი ყელში სწვდა ჟურნალისტს

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიტროპოლიტი კი ყელში სწვდა ჟურნალისტს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

შემთხვევა გუშინ, 7 მაისს მოხდა. „მთავარის“ ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში სინოდის წევრების შეხვედრის გასაშუქებლად იყო ჩასული.

„მოსული ხართ გააშუქოთ, ხალხს რაღაც ნეგატივი გადადოთ“ – ასე დაიწყო ეპისკოპოსმა ჟურნალისტთან საუბარი. მან თქვა, რომ ჟურნალისტის „დანახვა არ უნდა“ და „ხალხს ეზიზღება ჟურნალისტები“.

„ჩემ ეპარქიაში არ დაგინახო ჩემთან მოსული, არ მომწონხარ, გიკრძალავ კატეგორიულად“ – უთხრა მან ჟურნალისტს, რაზედაც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ ეს მისი გადასაწყვეტია.

„რა არის შენი გადასაწყვეტი ბიჭო, ჩემთან მოსვლა არის შენი გადასაწყვეტი?“ – ამ სიტყვებით ეპისკოპოსი ჟურნალისტს ყელში სწვდა.