საზოგადოება

რა დამატებით შეზღუდვებს გეგმავს მთავრობა - თამარ გაბუნიას განმარტება

გადაადგილების შეზღუდვა
23:02 კვი. 22 ნოემბერი
დაკოპირებულია

„არაერთხელ გაცხადდა, რომ ჩვენი სტრატეგია ამ შემთხვევაში იქნება მაქსიმალურად წერტილოვანი შეზღუდვების გზით წასვლა, რადგან მეტად მიზნობრივი რეგულაციები მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ ეკონომიკური და ბიზნესაქტივობის შესაფერისი დონე და ასევე, შევამციროთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები“, - ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში „ლოქდაუნის“ გამოცხადების გარეშე მოხდება.

„შეზღუდვების მაგალითები არის ის, რასაც ჩვენ დღეს უკვე ვიყენებთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის პირად დონეზე, ინდივიდუალურ დონეზე ამ შეზღუდვების ამოქმედება. პირადი დაცვის საშუალებები, ნიღაბი, ფიზიკური დისტანცია და ხელის ჰიგიენა. დანარჩენი ის მენიუ, რომელსაც ევროპის ქვეყნები იყენებენ შეზღუდვების კუთხით, „ლოქდაუნის“ გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია და შესაფერისად მოხდება მათი გამოყენება იმისდა მიხედვით, თუ სად, როდის და როგორ წარიმართება ეპიდემიური სურათი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით, მიმდინარეობს მსჯელობა შეზღუდვებზე, რომლებიც მობილობას შეამცირებს.

„ჩვენთვის დღეს, რა თქმა უნდა, მთავარი არის, რომ მობილობა შემცირდეს, რათა სტაბილიზაციას მაინც მივაღწიოთ. შეზღუდვები, რაც გვაქვს, მოდიფიცირება შეიძლება, შეეხოს საათების გახანგრძლივებას, შეზღუდვის დროის გახანგრძლივებას, მგზავრთა ნაკადების მართვას, ესეც სრული შეწყვეტის გარეშე, რათა მაინც შენარჩუნდეს აქტივობის გარკვეული დონე, რაც აუცილებელია ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობისთვის. დეტალები დაზუსტდება და როგორც კი იქნება ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

👉 ინფორმაციისთვის, 22 ნოემბრის 22:00 საათიდან 05:00 საათამდე დიდ ქალაქებში გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში შევიდა.

👉 საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 104 732 შემთხვევაა გამოვლენილი. განკურნაბულია 85 639 და გარდაცვლილია 976 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბიძინა კულუმბეგოვი: გაზაფხულზე ევროპაში კორონავირუსის მესამე, ჩვენთან კი მეორე ტალღა იქნება

👉 ფეხბურთელების კორონავირუსით ინფიცირების გამო საქართველოს თასის ფინალი გადაიდო

👉 აშშ-ში კორონავირუსზე ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყება

საბავსვო ევროვიზია 2020

საბავშვო ევროვიზია 2020 - სანდრა გადელია...

მუსიკალურ კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი, 10 წლის სანდრა გადელია მე-6 ადგი...
22:15 კვი. 29 ნოემბერი
„კინოკლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ქართული ფილმების ჩვენებებს, გაეცნონ კინოსია...
00:11
ასლან ბჟანიამ, ოკუპირებული ტერიტორიის პრეზიდენტმა არსებული შეზღუდვები გააფართოვა. „დღემდე არ მუშაობ...
23:32 კვი. 29 ნოემბერი
როგორც ტელეკომპანია „იმედს“ ლევან რატიანმა განუცხადა, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარ...
22:56 კვი. 29 ნოემბერი
ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
22:38 კვი. 29 ნოემბერი
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

„მქონდა ცხელება, ხველა, მკვეთრად უარესდებოდა...

„კორონავირუსის შემთხვევაში ორმაგად მივეკუთვნები რისკჯგუფს. ერთი ეს გახლავთ ასაკი და მეორე ის, რომ მე...
21:46 კვი. 29 ნოემბერი
19:10 კვი. 29 ნოემბერი
„ერთადერთი რისი გაკეთებაც და რაზე შეთანხ...
„ჩვენ უნდა მივიღოთ ობიექტურ რეალობად ის მოცემულობა, რომ შევა ოპოზიცია პარლამენტშ...
18:42 კვი. 29 ნოემბერი
გუბაზ სანიკიძე: დღეს საქართველო თურქმენუ...
მისი თქმით, ოპოზიციის საერთო გეგმა დასადები და ჩამოსაყალიბებელია. „დღეს საქართვ...
18:25 კვი. 29 ნოემბერი
მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკური პარტიების და...
„წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, რა ტიპის კონსტრუქცია ექნება ამ შეთანხმებას, თუ მოხდა...