საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის „პისიარ" ტესტის ფასი, კლინიკის გათვალისწინებით, 150-დან 180-250 ლარის ფარგლებში იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, მისი თქმით, სხვადასხვა სასტუმროებს საკუთარი განსაზღვრული ფასი აქვთ და ალბათ, მოქალაქეებისთვის უნიფიცირებული ტარიფი, სავარაუდოდ, არ დადგინდება.
„ეს დამოკიდებულია სასტუმროების გადაწყვეტილებაზე და კერძო პირებისთვის უნიფიცირებული ტარიფი ალბათ არ განისაზღვრება“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საზღვარგარეთის ქვეყნებში მოგზაურობის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ პასუხის მისაღებად „პისიარ“ ტესტის გაკეთება, უსაფრთოხების მიზნით კი საკარანტინო სივრცეებში 2 კვირის გატარება მოუწევთ.