მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა იცვლება 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე ?

რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. ინფორმაციას naec.ge ავრცელებს.

მათივე ცნობით, რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება. ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს.

„2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი - 51. ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 სთ, მინიმალური ბარიერი კი - არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ).

ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა - 63.
სხვა საგნების ტესტებში ცვლილებები არ იგეგმება. 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული საგამოცდო ტესტების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუკ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ვთხოვთ მასწავლებლებსა და აბიტურიენტებს, რომ არ ენდონ სხვა საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.