მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ პარკებში ატრაქციონებით სარგებლობისას

გართობის პარკი

ჯანდაცვის სამინისტრომ დასვენებისა და გართობის პარკებში ატრაქციონების ოპერირებისთვის სავალდებულო ღონისძიებები შეიმუშავა.

პარკის და თითოეული ატრაქციონის შესასვლელში COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია განთავსდება.

ყოველი ატრაქციონის შესასვლელში პერსონალისა და ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსდება ხელის დასამუშავებელი საშუალებები.

ატრაქციონების შესასვლელებთან ვიზიტორებისა და პერსონალის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისათვის განთავსდება დახურული კონტეინერები (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით).

ყოველ 2 საათში ერთხელ მოხდება ხშირად შეხებადი ზედაპირების, მათ შორის, თითოეული ატრაქციონის სახელურების დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით.

ლოდინის რეჟიმში მყოფი ვიზიტორების ნაკადი გაკონტროლდება შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით.

ვიზიტორები ატრაქციონის დასაჯდომ ადგილებზე განთავსდებიან იმგვარად, რომ დაცული იყოს არანაკლებ 2 მეტრიანი დისტანცია.

კარუსელებზე, საბავშვო მატარებლებზე, ე.წ „მხტუნავ ბაყაყზე“, „ბროკომელაზე“ და სხვა გასართობ ატრაქციონებზე დაიტვირთება დასაჯდომი ადგილების არაუმეტეს 50%.

გამონაკლისი: ერთი ოჯახის წევრები (მშობლები, და-ძმა) შესაძლებლია მოთავსდნენ დისტანციის დაცვის გარეშე. აკრძალულია დახურული სივრცის მქონე ატრაქციონების საქმიანობის განახლება.  

საპირფარეშოს სველი წესითა და სარეცხი საშუალებებით დალაგება და დეზინფექცია განხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალებით;

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 951 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 828 გამოჯანმრთელებულია, 15 გარდაცვლილი.