მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში? - შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა

შეზღუდვების მოხსნა

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო ზოგი ძალაში დარჩება.

PIA.GE გაგაცნობთ მთავრობის ყველა ახალ გადაწყვეტილებას.

შეზღუდვები, რომელიც პირველი თებერვლიდან მოიხსნება:

✔️ პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა.

✔️ პირველი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება.

✔️ პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სკოლებში სწავლა აღდგება.

✔️ პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება.

✔️ პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

შეზღუდვები, რომელიც ძალაში რჩება:

❌ პირველ მარტამდე ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა (21:00 საათიდან 05:00 საათამდე) „კომენდანტის საათის“ სახით ძალაში რჩება.

❌ პირველ მარტამდე თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შეზღუდვა რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე.

❌ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვა რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე.

❌ ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა აკრძალული რჩება.

❌ პირველ მარტამდე თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში დისტანციურად გაგრძელდება.

❌ პირველ მარტამდე მთელ ქვეყანაში დახურული რჩება საბავშვო ბაღები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები.

❌ შეზღუდული რჩება სათხილამურო კურორტების მუშაობა.

❌ 15 თებერვლამდე მთელ ქვეყანაში შეზღუდვა იმოქმედებს ღია და დახურული ტიპის ბაზრების მუშაობაზე.

❌ აჭარის გარდა ყველა რეგიონში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით.

👉 ინფორმაციისთვის, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.

👉 აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

👉 კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება,

👉 ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

👉 დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე - www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.