მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა ცვლილებები ეხებათ უცხოეთიდან შემოსულ პირებს

თბილისიდან ახალი რეისები დაინიშნა

უცხოეთიდან საქართველოში შემოსულ პირებთან მიმართებაში ცვლილებელია. კერძოდ, ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

დადგენილების თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული პირი იზოლაციაში თავსდება 8 დღის განმავლობაში. მათ PCR ტესტი უტარდებათ იზოლაციის მე-8 დღეს და საიზოლაციო სივრცეს ტოვებს უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ. ამასთან, იზოლაციის დაწყებიდან მე-12 დღეს, პირი ვალდებულია, ჩაიტაროს PCR ტესტირება.

უცხოელი ვიზიტორი, რომელიც საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით შემოვა, ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება და ტესტირების პასუხის მიღებამდე კარანტინში საკუთარი ხარჯით 24 საათის განმავლობაში განთავსდეს.

იმ შემთხვევაში თუ უცხოელი ვიზიტორი კორონავირუსზე უარყოფით პასუხს მიიღებს, მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარებს PCR კვლევას, ან საკუთარი ხარჯით განთავსდება 8-დღიან კარანტინში. საკარანტინე სივრცის დატოვებისას აგრეთვე მე-12 დღეს ან შემთხვევის სტანდატრული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე საკუთარი ხარჯით ჩაიტარებს PCR კვლევას.

აღნიშნული არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე. აღნიშნული პირები ვალდებულები არიან, ქვეყანაში შემოსვლისას თან იქონიონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.

საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარება უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე/წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობას იღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დაგეგმილ ქვემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებსა და წვრთნებში:

  • „მრავალეროვნული სამეთაურო საშტაბო სწავლება „NOBLE PARTNER 20“;
  • „გაერთიანებული ერთობლივი წვრთნები (Joint Combined Exercise Training /JCET)“.

თუმცა, მათ სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტამდე 8-დღიანი კარანტინის გავლისა და უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთები.

საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს ექვემდებარებიან ის უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომით საქმიანობას.

ისინი ვალდებულები არიან საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიარონ სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი, რის შემდეგაც და ასევე მე-12 დღეს საკუთარი ხარჯებით PCR ტესტირებას ჩაიტარებენ.

ეს წესები არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე.

გარდა ამისა, კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები ექვემდებარებიან იზოლაციას 12 დღის განმავლობაში.