მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა

გიორგი გორგასლიძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა. ინფორმაციას თავად რაგბის კავშირი ავრცელებს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე თანამდებობიდან 30 ივლისს გადადგა, ახალი არჩევნები წლის ბოლოს უნდა გაიმართოს. გიორგი გორგასლიძე პრეზიდენტობის მოვალეობას 10 დღე ასრულებდა.

გორგასლიძის გადაწყვეტილებას 1 დღით ადრე წინ სარაგბო კლუბების ერთობლივი განცხადება უძღოდა, სადაც ისინი რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე და ფედერაციაში არსებულ სხვა პრობლემებზე საუბრობდნენ.