მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენად შეიცვალა შენი ცხოვრება კარანტინში?

რამდენად შეიცვალა შენი ცხოვრება კარანტინში?

სანამ სპორტი გაჩერებული იყო, „აჭარაბეთმა“ კვლევა ჩაატარა იმის გასარკვევად, „რამდენად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება კარანტინში?“

გამოკითხვაში 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა უმრავლესობა (38%) 18-25 წლის გახლდათ, 66% კი - მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.

გამოკითხულთა 66% მუშაობს, 11% - თვითდასაქმებულია, 10% - უმუშევარი, 8% კი - უნივერსიტეტში სწავლობს.

კარანტინის დროს შეიჭერი შენით თმა?

კარანტინის დროს სილამაზის სალონების დახურვა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა. ახალი „საშინაო“ ვარცხნილობები კი უამრავმა სპორტსმენმა და სხვა პოპულარულმა ადამიანმა შემოგვთავაზა.

გამოკითხული კაცების 49%-მა კარანტინის დროს თმა თავად შეიჭრა, ქალბატონებში კი ეს რიცხვი მხოლოდ 20%-ია.

acharabeti_o_h.jpeg

დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავს?

ჯანსაღი ძილი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, სამეცნიერო კვლევების მიხედვით კი, ოპტიმალური ძილის რეჟიმის დროს ადამიანს დღე-ღამეში 8 საათი უნდა ეძინოს.

გამოკითხულთა უმრავლესობას კარანტინამდე (52%) სწორედ 7-8 საათი ეძინა, კარანტინის დროს კი ძილის ხანგრძლივობა ძალიან გაიზარდა.

10 საათზე მეტი კარანტინამდე მხოლოდ 1%-ს ეძინა, კარანტინის დროს კი ასეთი ადამიანების რაოდენობა 10%-მდე გაიზარდა.

acharabeti_o_h.jpeg

იმზადებ თუ არა საჭმელს შენით?

კარანტინამდე გამოკითხულთა 66% საჭმელს კვირაში 2-ჯერ ან ნაკლებჯერ იმზადებდა, კარანტინის დროს კი ასეთი ადამიანების რაოდენობა 44%-მდე დაეცა.

იმ ადამიანების რაოდენობა კი, ვინც საჭმელს კვირაში 5-ზე მეტჯერ იმზადებს, პირიქით, 18%-დან 28%-მდე გაიზარდა.

acharabeti_o_h.jpeg

კარანტინის პერიოდში როგორ შეიცვალა შენი წონა?

ალბათ, როცა კომენდანტის საათი გამოცხადდა და ყველანი მივხვდით, რომ კორონას გამო მომდევნო თვეებში ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გვექნებოდა, უმრავლესობამ დავისახეთ გეგმები, როგორ დავიწყებდით ვარჯიშს და როგორ ჩავდგებოდით ზაფხულისთვის ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში.

თუმცა, როგორც ჩვენმა კვლევამ აჩვენა, ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. გამოკითხულთა 47%-მა წონაში მოიმატა, 38%-ს წონა არ შეცვლილა, დაკლებით კი მხოლოდ 15%-მა დაიკლო.

acharabeti_o_h.jpeg

კარანტინის დროს გადმოწერე ტიკტოკი?

ტიკტოკი 2020 წელს მსოფლიოში ყველაზე ტრენდული აპლიკაცია გახდა, მაგრამ 10-წამიანი ვიდეოების ყურებაში საათების გაყვანის ცდუნებისდა მიუხედავად, აპლიკაცია მხოლოდ 30%-მა გადმოწერა.

acharabeti_o_h.jpeg

როგორ შეიცვალა თამბაქოს მოხმარება?

თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები კარანტინის დროს საკმაოდ საინტერესოდ გადანაწილდა. კარანტინამდე სიგარეტს გამოკითხულთა 51% არ ეწეოდა, კარანტინის დროს კი ეს მაჩვენებელი 55%-მდე გაიზარდა.

თუმცა, საპირისპიროდ, მსუბუქი მწეველების რაოდენობაც გაიზარდა და თუ აქამდე დღეში 20+ ღერს მხოლოდ 10% ეწეოდა, კარანტინმა ეს რიცხვი 15%-მდე გაზარდა.

acharabeti_o_h.jpeg

რამდენად ხშირად უყურებდი ფილმებს/სერიალებს?

რა თქმა უნდა, თავისუფალი დროის გაჩენამ ადამიანებს ფილმებისა და სერიალების ყურების მეტი შესაძლებლობა დაუტოვა და იმ ხალხის 75%, ვინც აქამდე მედიას იშვიათად ან საერთოდ არ უყურებდა, ახლა ფილმებსა და სერიალებს ხშირად უყურებს.

acharabeti_o_h.jpeg

დღეში რამდენ ფინჯან ყავას სვამ?

საინტერესოა, რომ ყავის დალევის სიხშირეზე კარანტინს პრაქტიკულად არ უმოქმედია და 2-3%-ზე დიდი ცვლილება არცერთ კატეგორიაში არ გვაქვს.

acharabeti_o_h.jpeg

დღეში რამდენ ადამიანთან გაქვს პირადი კონტაქტი?

კარანტინის ყველაზე ნეგატიური მხარე ადამიანებთან კონტაქტის გაიშვიათებაა, რაც ჩვენმა კვლევამაც ძალიან მკაფიოდ ასახა.

დღეში 20-ზე მეტ ადამიანთან კარანტინამდე კონტაქტი გამოკითხულთა 48%-ს ჰქონდა, მაგრამ კარანტინის შემდეგ ეს რიცხვი 7%-მდე დაეცა.

საპირისპიროდ, ადამიანების მხოლოდ 15%-ს ჰქონდა დღეში 5-ზე ნაკლებ ადამიანთან კონტაქტი, კარანტინმა კი ეს მაჩვენებელი 69%-მდე გაზარდა.

acharabeti_o_h.jpeg

 დღეში რამდენ მეტრს დადიხარ ფეხით?

ქალაქში გამონაბოლქვის შეჩერებისგან გამოწვეულმა ჰაერის დასუფთავებამ, როგორც ჩანს, მოსახლეობაში სეირნობა ვერ წაახალისა, რადგან გამოკითხულთა აბსოლუტური უმეტესობა კარანტინის დროს დღეში ბევრად ნაკლებ მანძილს გადის ფეხით, ვიდრე კარანტინამდე.

acharabeti_o_h.jpeg