მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენი ლარით ჯარიმდება ქორწილი და ქელეხი

ქორწილზე შეზღუდვა

საქართველოში დღეიდან საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებზე შეზღუდვები კიდევ გამკაცრდა. მაგალითად, ქორწილებს, ქელხებს, ნათლობას, იუბილესა და სხვა ღონისძიებებს 10 კაცზე მეტი თუ დაესწრება, ადმინისტრაციული სასჯელი იმოქმედებს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონით“ გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესების ( წესს საქართველოს მთავრობა ადგენს) დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, იურიდიულის 10 000 ლარით.

შეზღუდვების გამკაცრებაზე ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

შესაბამისად, თუ ქორწილში, ქელეხში, იუბილეზე და სხვა ღონისძიებაზე 10 პირზე მეტი იქნება, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარით, იურიდიული 10 000 ლარით.