მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რას მოიცავს ქონების დაზღვევა

უძრაქვი ქონების დაზღვევა

სახლი ის ადგილია, სადაც დროის დიდ ნაწილს ვატარებთ და ვცდილობთ ეს ადგილი ჩვენთვის მყუდრო და კომფორტული იყოს. საცხოვრებელ გარემოში ყველას გვსურს თავი მშვიდად და დაცულად ვიგრძნოთ. თუმცა შესაძლოა სიმშვიდე მოულოდნელად დაგვირღვიოს მეზობლისგან შემოსულმა წყალმა ან ჩვენი ქონების სხვა სახით დაზიანებამ და მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა მოგვაყენოს. ამიტომაც საჭიროა არ დავივიწყოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევების არსებობა და უძრავი ქონების დაზიანებასთან დაკავშირებული რისკები წინასწარ დავაზღვიოთ. თიბისი დაზღვევა საშუალებას გაძლევთ თქვენი ქონება ყველაზე მნიშვნელოვანი რისკებისგან დააზღვიოთ, თქვენ კი მშვიდად ცხოვრება განაგრძოთ.

რა რისკებია დაზღვეული

თიბისი დაზღვევა უძრავი ქონების სადაზღვევო ნაკრებში ყველა იმ გაუთვალისწინებელ შემთხვევას მოიცავს, რომელიც წინაშეც შესაძლოა ნებისმიერ მომენტში აღმოვჩნდეთ. ამ საჭირო და გამოსადეგი ნაკრებით დაზღვეული გექნებათ კონკრეტულად შემდეგი სახის რისკები:

მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება

კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება

ელ.გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება

ხანძარი და აფეთქება

სტიქიური მოვლენები

ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა

ვანდალიზმი

ჩამონათვალი ვრცელი და ყოვლისმომცველია, აქ გათვალისწინებულია ყველა ის საფრთხე, რამაც შესაძლოა თქვენი ქონება მნიშვნელოვნად დააზიანოს. რაც მთავარია, ამ ნაკრებით აზღვევთ როგორც უძრავ ქონებას, ასევე მასში განთასებულ ავეჯსა და ტექნიკას. გარდა ამისა, ნაკრებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - თუ უძრავ ქონებას აქირავებთ, ამ შემთხვევაში ანაზღაურდება დამქირავებლის მიერ მიყენებული ზიანიც.

როგორ შევიძინოთ უძრავი ქონების დაზღვევა

უძრავი ქონების დაზღვევა მარტივი პროცედურაა. ამისათვის მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა და მფლობელის პერსონალური მონაცემები დაგჭირდებათ. განაცხადის შევსება დისტანციურად, თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე შეგიძლიათ. აქვე განთავსებულია ფასის გამომთვლელი კალკულატორი, სადაც მონაცემების შეყვანის შემდეგ თავად დაიანგარიშებთ დაზღვევის ღირებულებას.

რაც შეეხება სადაზღვევო ნაკრების ფასს, ეს დამოკიდებულია დასაზღვევი ქონების კვადრატულობაზე. ფასი ფართის მიხედვით დაანგარიშდება. ნაკრების ღირებულება მცირედით იცვლება თუ დასაზღვევ ფართს აქირავებთ.

თიბისი დაზღვევა უფრთხილდება თქვენს დროს და გიმარტივებთ ყველანაირ პროცედურას, რაც დაზღვევის შეძენას და შემდგომ მხარდაჭერას უკავშირდება. ამ მიზნითაა შექმნილი მრავალფუნქციური ციფრული პლატფორმა, სადაც განთავსებულია სრულყოფილი ინფორმაცია სადაზღევო პირობების შესახებ. თქვენ საშუალება გაქვთ აუჩქარებლად და მშვიდად გაეცნოთ სტანდარტული ხელშეკრულების პირობებს, ანაზღაურებისა და გამონაკლისი შემთხვევების შესახებ ინფორმაციას და მიიღოთ გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ვებგვერდზე თქვენ შეძლებთ როგორც დაზღვევის შეძენას, ასევე ყოველთვიური სადაზღვევო თანხის ონლაინ გადახდას.