სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა ხარების დღესასწაულზე ქადაგების დროს, ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებასა და პანდემიის თანმდევ რეკომენდაციებზე ისაუბრა.
სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ მოწოდებები თავყრილობისაგან თავშეკავებისა და ეკლესიაში სიარულისგან თავის არიდების შესახებ, არის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული და რეალობას მოკლებული.
მან სამედიცინო პერსონალის მიერ გავრცელებულ განცხადებებსა და ვაქცინაციაზეც ისაუბრა. მეუფე სპირიდონის განცხადებით, ვაქცინაცია არის მიუღებელი, მისი სარგებლიანობა კი - მეცნიერულად დაუსაბუთებელი. მისივე თქმით, ვაქციანიის გზით, ცდილობენ ხალხის მიზანმიმართულად მოწამვლას.
სასულიერო პირმა მოუწოდა ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას ეკლესიაში სიარულისა და გავრცელებული რეკომენდაციების იგნორირებისაკენ.
„რას წამლავ შენს ხალხს, რას უშვებ ათას ოხრობას და უბედურებას მის სისხლში, რამდენი ხალხი დაიღუპა. ექიმები ხართ და იმის მაგივრად ხალხს იცავდეთ, გამოდიხართ და ეშმაკისაკენ დევნით ხალხს. თან ეუბნები, ჩუმად, ხმა არ გაიღოო, ვინც ავად გახდა, არ თქვაო. სატანის მოციქული არა ხარ ამის შემდეგ? - აბა ვინ ხარ, შვილო! მაგრამ ვერ მოერევი საქართველოს, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია, დაგანგრევს დედა ღვთისმშობელი.
შარშანდელ დასაკრავს უკრავენ - არ წახვიდეთ ეკლესიაშიო, სატანსიტები, ეშმაკის მოციქულები. სულ იძახდნენ, არ დაგინახოთ ეკლესიაში წასულნი, თორემ კუბოები იქნებაო, ამბობდნენ ეს ეშმაკის შვილები. გამოვიდა პატრიარქი, მთელი ღამის წირვა აღავლინა ღამის თევით და ჩაცხრა მთლიანად კოვიდი- 3-4 შემთხვევა იყო დღეში, ზოგჯერ სულ არ იყო.
ახლა, დღეს გამოდიან და იძახიან, არ წახვიდეთ ეკლესიაშიო. რატომ?- იმიტომ რომ მათი მამა ეშმაკია, ეშმაკს არ უნდა ეკლესია. არ გაიგონოთ ეშმაკის ძახილი. ჩვენ ეკლესია გადაგვარჩენს, ქრისტეს სისხლი და ხორცი გადაგვარჩენს... თუ ეკლესიაში არ ვიქნებით, ძალიან მძიმე იქნება განსაცდელი, ძალიან მძიმე“,- აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.
აგრეთვე იხილეთ:
📌„ხალხი თუ არ დაგიდგა გვერდში მილიონი კარავი რომც გაშალო, რა?“ - მეუფე იაკობი
📌საპატრიარქო: ილია მეორეს „კომენდანტის საათის“ შესახებ არ უსაუბრია
„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან ამ ტემპით ვაქცინაცია საკმარისი არ არის.
„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მისიას ამთავრებს და სამშობლოში ბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„ნუ ვახურდავებთ ძალიან დიდ, მართლა რევოლუციურ ცვლილებებს და რეფორმებს თამარ ჟვანიამდე. ისეთი რეფორმა მოხდება, რომ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს“,- ასე პასუხობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტის კითხვას, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.