მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რას ურჩევენ სასულიერო პირები მრევლს COVID-19 ვაქცინაციასთან დაკავშირებით?

მეუფე

ნათლისღების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა სხვადასხვა საკითხზე კონკრეტული განმარტებები გააკეთეს, მათ შორის საუბარი იყო COVID-19-ის ვაქცინაციაზეც.

მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი)  პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად ვაქცინაციას ასახელებს.

"ეპიდემიასა და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო  საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია,  მინდა გითხრათ რომ, მთელი საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება ეს არის  ვაქცინაცია. ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს. რასაც არ მოვიმოქმედებთ, ყველაფერს გამოძიება და გამოკვლევა უნდა“-განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

ხოლო მეუფე ნიკოლოზის თქმით, კი რადგან ჯერ არ ვფლობთ კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რა ვაქცინა შემოვა საქართველოში უნდა დავიცადოთ და შემდეგ დავსვათ კითხვები.

"ნუ ავყვებით ჭორებს, ფიზიკურად ამ ვაქცინას ჩვენამდე ჯერ არ მოუღწევია, როდესაც დადგება ის საკითხი, რომ გავიკეთოთ თუ არ გავიკეთოთ ვაქცინა მაშინ დავსვათ ეს კითხვები რაც ჩვენ ყველას გვაინტერესებს. დღევანდელი ნაკურთხი წყალი წაიღეთ, დალიეთ და თუ გჯერათ არ მოგეკარებათ ავადმყოფობა“-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ეს განმარტება დღეს სასულიერო პირების მხრიდან ნათლისღების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გააკეთა.

👉 ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანა თებერვალში დაიწყება.

👉 ჯანდაცვის უწყების ცნობით, საქართველო მზადაა ყველანაირი ტემპერატურული მოთხოვნების ვაქცინა მიიღოს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️თამარ გაბუნია: ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა

✔️„ჩვენ ძირითადად AstraZeneca-ს ტიპის ვაქცინების მისაღებად ვემზადებით“ - პაატა იმნაძე

✔️თბილისი 647, იმერეთი 249 - კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში