მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატი იონათამიშვილი: ერთი კონკრეტული „ფეიკსიუჟეტის", შედეგი - დათო მათიკაშვილის მამას ამ წუთებში გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ქართული ოცნების ოფისში 2019

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დავით მათიკაშვილის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება „ტვ პირველის“ ეთერში მიმდინარე წლის 7 ივლისს გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომელიც დავით მათიკაშვილისა და მისი მამის ქონებას ეხება.

იონათამიშვილის განმარტებით, მათიკაშვილის მამის ჯანმრთელობის გაუარესების მდგომარეობა სწორედ „ფეიკსიუჟეტის“ შედეგია:

„ერთი კონკრეტული „ფეიკსიუჟეტის", კონკრეტული ტყუილის, კონკრეტული შედეგი - დათო მათიკაშვილის მამას ირაკლი მათიკაშვილს, ამ წუთებში, თბილისის მედიცინის ინსტიტუტში გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ. დარწმუნებული ვარ, კვალიფიციური ექიმების დახმარებით, კარგად იქნება, მაგრამ რაიმე ადამიანური ხო უნდა გააჩნდეს ყველას, რომ რაღაცის დაბრალებით ადამიანები არ დააავადმყოფონ და არ მოკლან?! და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შვილი დეპუტატია და ნებისმიერი გზით გინდა მისი გაშავება?!“, - აღნიშნავს იონათამიშვილი.