მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არ იხსნება ღია ტიპის აუზები - პაატა იმნაძის განმარტება

ღია ტიპის აუზი

სასტუმროებს მიეცათ საშუალება, რომ საცურაო აუზები გახსნან, ღია ტიპის აუზებს კი, გახსნის ნებართვა არ მისცეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რომ სასტუმროებში აუზზე შესვლა მხოლოდ ფიქსირებული სტუმრებისთვის არის ნებადართული, ღია ტიპის აუზზე კი რეგულაციებია შესამუშავებელი.

„სასტუმროებში აუზზე შესვლა მხოლოდ ფიქსირებული სტუმრებისთვისაა ნებადართული და არა გარედან შესული სტუმრებისთვის.

ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება. რაღაც რიგითობა უნდა იყოს დაცული. ისედაც ქვეყანაში საკმაოდ დაჩქარებული ტემპით მოხდა აქტივობების გახსნა. რა თქმა უნდა გაიხსნება ღია აუზებიც, მაგრამ იქაც იქნება შესამუშავებელი გარკვეული წესები, რადგან იქ ადამიანები ქუჩიდანაც შედიან. ეს დასარეგულირებელია. ყველაფერი გაიხსნება, ოღონდ თავის დროზე“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.