მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არ მოიხსნა „კომენდანტის საათის“ შეზღუდვა? - თამარ გაბუნიას განმარტება

კომენდანტის საათი

„კომენდანტის საათი ძალიან ეფექტური გამოდგა ჩვენი გამოცდილებით მობილობის კონტროლისთვის,“ - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აცხადებს.

მისი თქმით, „კომენდანტის საათი“ იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც შედეგი აჩვენა, ამიტომ მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

„როდესაც ჩვენ დღეს უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამდენი შეზღუდვის შემსუბუქების თაობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეტაპობრიობა, რასაც ამდენი ხანი მივყვებოდით და მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება იმაზე, თუ რამდენად შემსუბუქდება დამატებით შეზღუდვები.

„კომენდანტის საათი“ იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა რომელმაც შედეგი დაგვანახა და ამდენად, მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა მან.

⭕ იხილეთ ყველა შეზღუდვა, რომლის მოხსნაც ხვალიდან იგეგმება

კომენდანტის საათი ძალაში რჩება