მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ გადიან კარანტინს საქართველოს მოქალაქეები, უცხოელები კი არა

ახალციხეშ 71 პირი კარანტინს გაივლის

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ის პრინციპი განმარტა, რომლის მიხედვითაც საზღვრის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა უწევთ, უცხოელებს კი არა.

კარანტინის თემასთან დაკავშირებით მინისტრმა კრიტიკა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელებისგან მიიღო.

ოპოზიციის პასუხად, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ იმ უცხოელების კონტაქტების მოძიება და კონტროლი, ვინც საქართველოში ნაცვალგების ქვეყნებიდან შემოდის გაცილებით მარტივია.

რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ერთი ოჯახის წვრს უწევს კარანტინის გავლა, ხოლო მეორეს - არა, ნათია თურნავა განმარტავს, რომ ოჯახის მეორე წევრსაც სრული უფლება აქვს, კარანტინი გაიზიაროს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს გაცილებით მეტი სოციალური თუ სამუშაო კონტაქტი აქვთ, შესაბამისად, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გაცილებით დიდ რისკს ქმნიან.

„ჩვენ იმიტომ ვართ ძლიერები ანტიპანდემიურ ღონისძიებებში, რომ პირველივე დღიდან ვეყრდნობოდით ჩვენი ეპიდემიოლოგების, ჩვენი მედიკოსების რჩევებს. ეს არის ჩვენი ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია და მას იქამდე აღვასრულებთ, ვიდრე ამისი საჭიროება იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მთავრობა საკარანტინო სივრცეებში 75 000-მდე მოქალაქეს მოემსახურა და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში მილიონ მოსახლეზე კორონავირუსის დიაგნოზით მხოლოდ 5 გარდაცვლილი მოდის.