მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეგულაციები ყელშია“ - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.

ადგილზე იმყოფებიან „ლელოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები.

აღნიშნულ აქციაზე დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე აქციას სამოქალაქო აქტივისტები, რესტორატორები და სამთო-სათხილამურო კურორტის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

როგორც „ლელოს“ წევრმა ლანა გალდავამ აღნიშნა, ხელისუფლებას კრიზისმენეჯმენტის უნარი არ გააჩნია.

„მათ აქვთ მხოლოდ მხოლოდ ერთადერთი პოლიტიკა, რაც გამოიხატება ყველაფრის შეზღუდვაში და ყველაფრის აკრძალვაში. ეს არის იმ ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელი, რომელსაც კრიზისის მართვის სტრატეგია არ გააჩნია“, - განაცხადა გალდავამ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რეგულაციები „ყელშია ამოსული“ და წინსვლის პერსპექტივას უკარგავს მოქალაქეებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში? - შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა