საზოგადოება

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
10:54 ოთხ. 21 ოქტომბერი
დაკოპირებულია

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სააავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე თქმით, მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, ჯამში 51 ხიდზე და 39 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან, 5 გვირაბი უკვე გაჭრილია. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ასევე დაწყებულია რიკოთის არსებული საუღელეტხილო გვირაბის პარალელურ გვირაბზე, რომელიც პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მდებარეობს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის, ხოლო ექსპლუატაციაში სრულად შესვლა 2023 წლისთვის.

მათივე განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით სრულდება. ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, სიჩქარე გაორმაგდება. რიკოთის მონაკვეთი, ჩქაროსნული გზის მშნებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.

ინფორმაციისთვის, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს.

კორონავირუსის ტესტები

საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტე...

მისი თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება. „დღეიდან პირველ თებე...
54 წუთის წინ
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მის ოჯახზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟურნალისტების მხრიდან გარკ...
23 წუთის წინ
მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას, ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუ...
24 წუთის წინ
მათივე ინფორმაციით, ფორუმი წელს ონლაინ-ფორმატში იმართება და მისი მხარდამჭერია ევროპის საბჭო, ინტერნე...
34 წუთის წინ
მინისტრის თქმით, საკითხის მოკვლევის შემდეგ რეგულირების სააგენტო ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებაში...
35 წუთის წინ
სტიქია ვიეტნამში

ვიეტნამში წყალდიდობებს და ტაიფუნებს საერთო ჯა...

57 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი გადარჩენის შანსი მინიმალურია. წყალდიდობა...
37 წუთის წინ
კახა კალაძემ საარჩევნო სუბიექტებს პლაკატ...
როგორც კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წინააღმდეგ შემ...
წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა
„საახალწლო სოფელი ფაქტობრივად ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ძალიან დიდი საფრთხე იყ...
ზუგდიდში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში...
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სპორტული და საბავშვო მოედნები და სკვერები...