მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა - ვიცე-პრემიერის განმარტება

მარშუტკების სადგური

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენაზე შეზღუდვების შემსუბუქების შედეგების მიხედვით იმსჯელებს. 

„იმ შემსუბუქების შედეგებს შევაფასებთ, რომელიც უკვე მოხდა პირველი თებერვლიდან. შესაბამისად, შეფასდება უკვე მოხსნილი შეზღუდვების შედეგი და ასევე გათვალისწინებული იმ შემსუბუქების შედეგები, რომლებიც 8 თებერვლიდან განხორციელდება. თუ ეს ვითარება იქნება სტაბილური ან გაუმჯობესებული, რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯები უფრო სწრაფად გადაიდგმება“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან განმარტა, ყველა შეზღუდვა, რომელიც შემსუბუქდა და შემსუბუქდება, შაბათ-კვირას კვლავ ძალაში დარჩება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება

15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

საქართველოში ბაზრობები 8 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ