მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის ამუშავდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები

ფიტნეს კლუბები ჯერ არ ამუშავდება

საქართველოში პანდემიის პირობებში შეზღუდვები ნელ-ნელა მოიხსნა და ეკონომიკური საქმიანობებიც განახლდა. მუშაობა განაახლეს სალონებმა, ღია ტიპის რესტორნებმა და ბარებმა, რამდენიმე დღეში ამოქმედდება სასტუმროები და დახურული ტიპის რესტორნები. ამ ეტაპზე დახურული რჩება ისევ სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები.

როგორც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, ფიტნეს დარბაზები, საცურაო აუზები შედარებით მაღალი რისკის შემცველია, მომხმარებელს ბევრ ზედაპირზე უწევს შეხება. შესაბამისად, ისინი, სხვა საერთაშორისო ქვეყნების მსგავსად ამ ეტაპზე დახურული რჩება.

ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული დრო, როდის მოხდება მათი გახსნა. ვიცე-პრემიერი კი, მოსახლეობას მოუწოდებს გარეთ, ღია სივრცეში ივარჯიშონ, მათ ამინდიც ხელს უწყობს.

" ფიტნეს დარბაზები ჯერ არ არის ღია, ეს არის ის სფერო, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში, საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, მათ შორის სასტუმროებშიც არის დახურული, ვინაიდან ფიტნეს დარბაზებში, საცურაო აუზებსა და გასახდელებში ბევრ ზედაპირს ვეხებით, ასევე პირბადით ვარჯიშიც ძალიან რთულია. შესაბამისად, ეს არის სივრცეები, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციებია საჭირო. აქედან გამომდინარე ჯერ გვაქვს მშვენიერი ამინდი, შეგვიძლია ვივარჯიშოთ ღია სივრცეში და მოდით, ყველაფერს ერთად ნუ გავხსნით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ შედეგის შენარჩუნება, რაც გვაქვს", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.