მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის გაუქმდება საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი - ირაკლი ჩიქოვანის განმარტება

პოლიცია პირბადით

"ე.წ. კომენდანტის საათის, ისევე როგორც საგანგებო სიტუაციის რეჟიმის ფარგლებში დაწესებული სხვა შეზღუდვების გაუქმება ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ნელ-ნელა ყველა ჩვენგანი ეჩვევა ამ ვითარებას და როგორც კი გევქნება ამის შესაძლებლობა და კიდევ უფრო დადებითი დინამიკა, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ვადაშია გათვალისწინებული.

"არ გამოვრციხავ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება იმაზე ადრე მოიხსნას, ვიდრე ეს გაწერილია გეგმით, ეს ეხება ე.წ. კომენდანტის საათსაც. ვიცი, რომ ჩვენ სმოქალაქეებს ამის გამო დისკომფორტი ექმნებათ, მაგრამ ეს მხოლოდამხოლოდ ვირუსის გავრცელების შეკავებას ემსახურება",- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.