საზოგადოება

როდის მიიღებს Covid-19-თან ბრძოლის ფლაგმანი – ინფექციური საავადმყოფო საკუთარ შენობას

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
21:07 02.06
დაკოპირებულია

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკისთვის ახალი შენობის გადაცემის საკითხზე ამ ეტაპზე დოკუმენტური სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება შეფასება, რამდენად შეესაბამება ახალი შენობა კონკრეტულად ამ პროფილის კლინიკას.

PIA.GE-სთან საუბარში თენგიზ ცერცვაძემ იმედი გამოთქვა, რომ კლინიკის შენობის საკითხი 2 კვირაში გადაწყდება, თუმცა აქვე ამბობს, რომ ეს მისი ვარაუდია და დაზუსტებით არავის არაფერი უთქვამს.

"ეს საკითხი ხშირად ჭიანურდებოდა, თუმცა, დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც პრემიერისგან დაპირება მივიღეთ, დიდი დრო არ არის გასული. ამჟამად პროცესუალური საკითხები მიმდინარეობს, როგორიცაა შეფასება, დათვლა, ღირებულება, რამდენად გაკეთდება იქ ყველა სტრუქტურა, რაც ჩვენ გვჭირდება, მოკლედ ე.წ. ქაღალდის სამუშაოების პროცესია. გვპირდებიან, რომ საკითხი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოგვარდება. ველოდებით, იმედი გვაქვს რომ დაახლოებით ორ კვირაში გვექნება დადებითი შედეგი, თუმცა, ეს ჩვენი ვარაუდია, დაზუსტებით არავის უთქვამს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ PIA.GE-სთან საუბრისას.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, რომელიც ახლა ალ. ყაზბეგის ქუჩაზე მდებარეობის, 2009 წლიდან შენობა ოფიციალურად არ აქვს. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე არაერთი დაპირება იყო, რომ კლინიკას ახალი შენობა ექნებოდა, თუმცა, საკითხი დღემდე გაურკვეველია.

inphektsiuri_o_h.jpegინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წელს "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აუქციონზე 12 250 აშშ დოლარად შეიძინა. შემოსული თანხიდან ახალი ცენტრი უნდა აშენებულიყო, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა.

ინფექციური ღია ცის ქვეშ რომ არ დარჩენილიყო, ხელისუფლებამ 2013 წლიდან "ავერსი ფარმასთვის" იჯარის გადახდა დაიწყო, თან შესაფერის ფართს ეძებდა. 2015 წელს მოიძებნა ფართი კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობაში, თუმცა იქიდან სოციალურად დაუცველთა და იძულებით გადაადგილებულთა გამოსახლება ვერ მოხერხდა, ცენტრმა ამ შენობით ვერ ისარგებლა.

2017 წელს ცენტრისთვის ლუბლიანას ქუჩაზე თავად თენგიზ ცერცვაძემ გამონახა შენობა.

თენგიზ ცერცვაძემ გასული წლის დეკემბერში ნფრასტრუქტურის მინისტრს წერილიც მისწერა, რომელშიც განმარტა, რა არის გასაკეთებელი ან გადასაკეთებელი ცენტრის სპეციფიკის გათვალისწინებთ.

რა ეტაპზეა ახლა თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობის გადაცემის პროცესი, ბუნდოვანია.

inphektsiuris-otakhi_o_h.jpegPIA. GE ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება. ასევე ოფიციალურად მივწერეთ მუნიციპალული განვითარების ფონდს, სადაც გვითხრეს, რომ ჩვენს კითხვაზე პასუხი მზად არის, თუმცა მას ჩვენამდე ჯერ არ მოუღწევია.

აქვე ხაზგასასმელია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში გაუსაძლისი პირობებია, განსაკუთრებით უამინდობის დროს - "ავერსი ფარმას" კუთვნილ შენობაში ისე წვიმს, როგორც გარეთ, მაშინ, როდესაც ინფექციურის მედ-პერსონალი და ხელმძღვანელობა მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საკვანძო როლს წარმატებით ასრულებენ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 20 ოქტომბრის მნიშვნელოვანი ამბების დაიჯესტს. * საქართველოში...
23:51 20.10
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 5 წლის ბავშვი...
23:35 20.10
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დ...
23:11 20.10
„ეს არ არის ივანიშვილის გუნდი. ეს არის კობახიძის გუნდი და კობახიძე ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებს. მ...
23:03 20.10
ქართველი ბიზნესმენი გოგი თოფაძე: ჟვანიას ვუთხარი, 3-დან 4 წლამდე...
ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბალდებული ბუსა ჟვანიასთვი...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური გან...
დღეს, 20 ოქტომბერს, გლდანის რაიონის მკვებავი მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზია...
ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარ...
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლ...
ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავა...
„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვ...