მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ აღნიშნავენ რელიგიური კონფესიები დღესასწაულებს შეზღუდვების პირობებში - ცქიტიშვილის განმარტება

ვიცე-პრემიერი

ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას განმარტავს, რომლის მიხედვითაც დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მხოლოდ მართლმადიდებლური შობის დღესასწაულისთვის იგეგმება.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საკითხს პროტესტი არ მოჰყოლია და კონფესიების წარმომადგენლების მხრიდან კითხვები გაჩნდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ შეიძლება გადაწყვეტილებას პროტესტის შემდეგ მთავრობამ გადახედოს, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოხდა იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია.

ცქიტიშვილის თქმით, რელიგიის სააგენტო სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან და მთავრობასთან ერთად კონტაქტზეა და მაქსიმალურად მოხდება მათი უფლებები დაცული.

„მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი და ძირითადი ნაწილი მართლმადიდებელია. სწორედ ამის გათვალისწინებით ჩვენი უქმე დღეებიც როგორც შობა, ისევე ძალიან ბევრი სხვა უქმე დღეს არის დაკავშირებული უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია და შობას აღნიშნავს 6-დან 7 იანვრის ღამეს, ამიტომ გამონაკლისი ამ შეზღუდვებიდან იყო აღებული“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება სხვა კონფესიებს, ვიცე-პრემიერის თქმით, მათი ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.

„როგორც ბევრად უფრო მკაცრი გადაადგილების დროს, მაშინაც როგორც რელიგიის სააგენტო, ასევე, საკოორდინაციო შტაბი ძალიან მჭიდრო კონტაქტში იყო ყველა ამ რელიგიურ კონფესიების წარმომადგენელთან, უშუალოდ საკოორდინაციო შტაბის მიერ გაცემული გაცემული საშვებით ხდებოდა ამ ადამიანებისთვის მათი უფლების დაცვა. რელიგიის სააგენტოსთან ერთად მათი კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად კონტაქტზე ვართ და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ მათი უფლებები დაცული იყოს“, - დასძინა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რესტორნები და კვების ობიექტები გატანის სერვისზე გადადიან

👉 ყველა შეზღუდვა, რაც 26 ნოემბერს დაწესდა