მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ჩატარდება აღდგომის ღამის წირვა? - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება

საპატრიარქოს პრესპიკერი

"ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჩვენს მიმართ არის გავრცელებული. პატრიარქის მიმართვაშიც და სინოდის გადაწყვეტილებაშიც იყო ეს მოწოდება პირდაპირ, რომ შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც დაავადებათა კონრტოლის ცენტრიდან ვიღებთ" - ამის შესახებ პატრიარქის პრესმდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "იმედის" ეთერში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"სახელმწიფომ შემდგომში მიიღო კიდევ უფრო მკაცრი ზომები კარანტინთან დაკავშირებით, ეკლესიამაც შესაბამისი რეაგირება მოახდინა. ჩვენ მრევლს ვუთხარით, რომ ღვითისმსახურებას დაესწრონ ტაძრის ეზოში, ყველა წესის დაცვით. მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში, აღდგომამდე ბევრი დროა და კიდევ ვივარჯიშებთ მანამდე, რამდენიმე წირვაზე დავდგებით და უკეთესად შევასრულებთ",- განაცხადა პატრიარქის პრესმდივანმა.

რაც შეეხება, იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამოტანას საქართველოში, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

თუმცა ანდრია ჯაღმაიძე დარწმუნებულია, რომ წმინდა ცეცხლს საქართველოში აუცილებლად ჩამოიტანენ.