მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორ და რანაირად ვარჩინოთ ოჯახები“ - პარლამენტთან ფოტოგრაფებისა და ვიდეოგრაფების აქცია გაიმართა (ფოტოგალერეა)

ფოტოგრაფების აქცია

პარლამენტის წინ ფოტოგრაფებმა, ვიდეოგრაფებმა და „ივენთმენეჯერებმა“ საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

მათივე განცხადებით, არ აქვთ კითხვაზე პასუხი, თუ როგორ უნდა არჩინონ ოჯახები.

„იმიტომ არა, რომ ხელს ვუწყობთ ინფექციის გავრცელებას, არც იმიტომ რომ ვირუსის არ გვჯერა და არც იმიტომ, რომ სახელმწიფო რეგულაციებს არ ვემორჩილებით. შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მივიღოთ პასუხები: როგორ, რანაირად ვირჩინო თავი, ვარჩინოთ ოჯახები იმ ადამიანებმა, რომლებიც ვმუშაობთ სარესტორნო და კლუბურ ბიზნესში ვართ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ვრჩებით ელემენტარული შემოსავლის გარეშე“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს, 11 სექტემბერს კოვიდინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში სარიტუალო ღონისძიებები კვლავ აიკრძალა.

aktsia-parlamentan_o_h.jpeg

aktsia-parlamentan_o_h.jpeg

aktsia-parlamentan_o_h.jpeg

aktsia-parlamentan_o_h.jpeg