საზოგადოება

როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითობისგან ? - საბანკო ასოციაციის რჩევები

რუსების მიერ
განხორციელებული
კიბერთავდასხმა
1611647672
დაკოპირებულია

საქართველოს საბანკო ასოციაცია ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს კიბერთაღლითობის შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით რჩევებს უზიარებს. 

როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები შეტევის დროს იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას, სადაც ისინი თაღლითური ვებ-გვერდების რეკლამას აკეთებენ.

„ბოლო პერიოდში ქვეყანაში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები შეტევის დროს იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას, სადაც ისინი თაღლითური ვებ-გვერდების რეკლამას აკეთებენ.

ასეთი ყალბი გვერდების მისამართი, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართებთან. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, იხსნება კონკრეტული ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი ყალბი ვებგვერდი, რომელიც ითხოვს მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანას, რითიც ბოროტად სარგებლობენ თაღლითები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რჩევები კიბერთაღლითობის (ფიშინგის) პრევენციისთვის 👇

✔️ არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე. ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებგვერდის რეალური მისამართი.

✔️ ყურადღებით დააკვირდით იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად ბანკის ვებ-გვერდზე იმყოფებით. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან.

✔️ ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის, Google-ის საძიებო ველში რომელიმე კონკრეტული ბანკის სახელით მოძებნის ნაცვლად, მისამართის ველში პირდაპირ აკრიფეთ კომერციული ბანკის ვებგვერდის მისამართი.

✔️ მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით.

ევროპის საბჭო - შენობა

ევროსაბჭოს პრეზიდენტი საქართველოს, უკრაი...

ეროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა. მიშელის ტურნე 28 თებერვლიდან 3 მარტამდე გასტანს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

1614330007

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდება. 

1614329741

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.

ის აღნიშნავს, რომ  ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა  რიგგარეშე არჩევნებია.

1614329583

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1614329265
მთავარი ინფექციონისტი

თენგიზ ცერცვაძე: ევროპის 45 ქვეყანას რომ აჯობ...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის თქმით, გასულ წელს იყო გარკვეული ჩავარდნები შეზღუდვების მოხსნის გამო, თუმცა ქვეყანამ არსებულ ვითარებას კარგად გაართვა თავი.

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამაზე სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი მეტყველებს.

1614328239
იაპონიაში თვის ბოლოს საგანგებო მდგომარეო...

იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში თვის ბოლოს პრაქტიკულად ყველა პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

სატყეო პოლიტიკის გასული წლის აქტივობებსა...

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მეშვიდე პლენარული სხდომა ონლაინ ფორმატით გაიმართა. სხდომაზე სატყეო პოლიტიკის, ტყის მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დღეიდან მატარებლით მგზავრობის მსურველებს...

სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. ბილეთების შეძენა მგზავრებს სალაროებში დღეიდან შეეძლებათ.