მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ დავიცვათ თავი ქვეწარმავლებისგან - ჰერპეტოლოგის განმარტება

ქვეწარმავლები საქართველოში

ქვეწარმავლების სეზონი და აქტიურობის პერიოდი ზაფხულის დადგომასთან ერთად უფრო იმატებს. როგორ უნდა დავიცავთ თავი ქვეწარმავლებისგან და დაგესვლის შემთხვევაში რა გზას უნდა მივმართოთ, PIA.GE- ს ამ და სხვა კითხვებს ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი პასუხობს.

რამდენად მიზანშეწოზნილია გოგირდისა და საბურავების დაწვა? არსებობს მოსაზრება, რომ მათ სუნზე გველი ადგილმდებარეობას ტოვებს

რეალურად ამ თემასთან დაკავშირებით ხალხში არსებობს არასწორი შეხედულება, მეცნიერებისა და ამ კუთხით სპეციალისტების შეხედულება ორაზროვანი არ არის. ნამდვილად ყველამ ვიცით, რომ მსგავსი საშუალებები არ მოქმედებს ქვეწარმავლებზე. გოგირდის მოყრა, გოგირდის დაწვა, საბურავების დაწვა არანაირად გრძელვადიან ეფექტს არ იძლევა, არც მოკლე ვადიანს. ცეცხლს, რომ დაანთებ და საბურავებს დაწვევ იმ მომენტში გარშემო რაც არის ყველაფერი გაიქცევა, მაგრამ ხვალ, ზეგ და ა.შ. ამ საშუალების გაკეთებით გველი არ მოვიდეს ეგეთი რამე არ არსებობს.

როგორ შეიძლება ადამიანებმა თავი დაიცვან ქვეწარმავლებისგან, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ?

რეალურად ქვეწარმავლების საწინააღმდეგოდ საშუალებები, რაც ბუნებაში არსებობს თითქმის ყველა უაფექტოა. ვინაიდან გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგი არაფერს აქვს. ყველაზე კარგი საშუალებაა ჩვენი გარემო სადაც ვიმყოფებით, აგარაკი იქნება, ეზო თუ საკუთარი სახლი იყოს მოვლილი, მოწესრიგებული. ყველა შემთხვევაში ბალახი მოთიბული უნდა იყოს, დაბალ ბალახში ქვეწარმავალი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. სიცხის დროს დაბალ ბალახში ის ვერ ჩერდება. ასევე ტერიტორიაზე არ უნდა იყოს ნაგავი, სამშენებლო მასალების ნარჩენები, ბლოკის, აგურის და კიდევ მსგავსი რაღაცეების. დასამალი არ უნდა ჰქონდეს მას. არ უნდა ჰქონდეს მას საკვები ანუ ყველაზე აქტიურად თაგვის პრევენციას უნდა მივხედოთ. ყველაზე მიმზიდველი მისთვის არის ისეთი ადგილი, სადაც თავშესაფრად გამოიყენებს ქვეწარმავალი. ამ ყველაფერს თუ შევასრულებთ პროცენტულობა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ქვეწარმავალი გამოჩნდება კლებულობს.

დაგესვლის შემთხვევაში რა გზას უნდა მიმართოს ადამიანმა ?

არსებობს შხამიანი და არაშხამიანი გველები. იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ ერკვევა ქვეწარმავლებში მათი გარჩევა რთულია. ზოგ შემთხვევაში სრულიად შეუძლებელია. იმ შემთხვევაში თუ გველმა დაგვგვესლა, როგორ გავარჩიოთ შხამიანმა გვიკბინა თუ არაშხამიანმა. შხამიანი გველის ნაკბენი რადიკალურად განსხვავებულია არაშხამიანისგან. შხამიანი გველის ნაკბენი არის კონკრეტულად 1 ან 2 ნაკბილარი. ხშირ შემთხვევაში 2 ნაკბილარია, სისხლის წვეთებით და ნაკბენის მწვავე, მტკივნეული გამოკვეთილი ტკივილი გვაქვს. მიმდინარეობს ჩაშავება, ჩალურჯება. ლურჯი, რომ შავში გადადის, დაახლოებით ასეთი ფერის ხდება სხეულის ნაწილი და შემდგომ უკვე ძლიერი ტკივილი ვრცელდება. მაგალითად, ფეხის კიდურზე თუ გვიკბინა, გადადის სხვადასხვა ადგილებზე. არაშხამიანის ნაკბენია ბევრი ნაკბილარი. თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ეს არაშხამიანი გველის ნაკბენია მხოლოდ მობანვით შეგვიძლია დავასრულოთ. ინფექცია, რომ არ შეგვეჭრას დავიმუშავოთ სპირტით ან ანტისეპტიკური ხსნარით. თუ შხამიანის ნაკბენია აუცილებელია გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება. აუცილებლად ან უნდა ვიჯდეთ ან ვიწვეთ. ვეცადოთ, რომ არ ვინერვიულოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ნერვიულობა აჩქარებს გულს და სისხლის მიმოქცევას ამავდროულად. ვეცადოთ, რომ მივიღოთ ბევრი სითხე, ოღონდ არაალკოჰოლური. ყველა ადამიანი ვინც დაკავებულია ბუნებაში სიარულით და აქტიური ტურიზმით, აუციელებლია ანტიალერგიული საშუალებების ქონა. ლახტის დადება, ამოწოვა აკრძალულია. არცერთ შემთხვევაში არ ვიდებთ ლახტს. არ ვაკეთებთ ამოწოვას და ასევე ალკოჰოლს არ ვსვამთ. საქართველოში ყველაზე შხამიანი ბინადრობს გიურზა. მას აღმოსავლეთ საქართველოში ვხვდებით. ქვემო ქართლი და კახეთის რეგიონი, მათ შორის თბილისის საზღვრებშიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ეს ნაწილებია საქართველოში გიურზის გავრცელების არეალი.