მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ იმუშავებენ მუზეუმები - მთავრობის რეკომენდაციები

მუზეუმები გაიხსნება

შიდა ტურიზმის გახსნის პარალელურად მუშაობას მუზეუმებიც განაახლებენ. მთავრობამ მუზეუმებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა.

რეკომენდაციები მუზეუმების/გალერეებისა და მუზეუმ-ნაკრძალებისთვის:

დახურულ შენობებში/ერთ საექსპოზიციო დარბაზში 5 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანი დაიშვება, სოციალური დისტანციის დაცვის პიროებით. ვიზიტორთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება სივრცის ზომის მიხედვით (გაანგარიშება: მთლიანი ზომა მინუს ექსპონატებისა და სხვა სამუზეუმო აღჭურვილობის მიერ დაკავებული სივრცე);

საექსპოზიციო დარბაზში ახალი ვიზიტორების დაშვება, მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარბაზში შესული ვიზიტორი დატოვებს სივრცეს;

რეკომენდირებულია ექსპონატების დათვალიერებისთვის წინასწარ მოინიშნოს დგომის/დათვალიერების ადგილები;

ღია სივრცეებში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, სოციალური დისტანციის დაცვა და ვიზიტორთა ნაკადის იმგვარი კონტროლი, რომ მათი გადაადგილებისას, თავიდან იქნეს აცილებული ერთ უბანზე, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა;

გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს, იმ პირობით რომ უზრუნველყოფილი იქნება მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვა;

უნდა გაკონტროლდეს შენობაში/ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მხრიდან სოციალური დისტანციისა და პირბადის გამოყენების დაცვა;

ინტერაქტიული გაცნობის საშუალებების, ასევე აუდიოგიდის გამოყენების შემთვევაში, ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა მოხდეს მათი დეზინფექცია ან გამოიყენებოდეს ერთჯერადი ყურსასმენები;

იმ სივრცეებში, რომელთა დეზინფექციაც ვერ ხერხდება, მაქსიმალურად შეიზღუდება ვიზიტორთა დაშვება;

სამუზეუმო მაღაზიის სივრცეში დაუშვებელია 3 (სამი) ადამიანზე მეტის თავშეყრა სოციალური დისტანციის დაცვით;

აუცილებელია პირთა ნაკადის კონტროლი.