საზოგადოება

როგორ მიიღებენ კოვიდინფიცირებული პაციენტები არჩევნებში მონაწილეობას?

არჩევნები პანდემიის პირობებში
23:04 ორშ. 19 ოქტომბერი
დაკოპირებულია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საარჩევნო პროცედურა და სანიტარიულ - ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა.

როგორც ცესკოში აცხადებენ, დადგენილება იმ ძირითად ნორმებს განსაზღვრავს, რომელთა დაცვითაც უნდა მიიღონ აღნიშნული ჯგუფის ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ისე არჩევნებში ჩართულმა მხარეებმა.

ცესკომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში უკვე შექმნა დღეის მდგომარეობით 127 სპეციალური საარჩევნო უბანი და გამოაცხადა კონკურსი სპეციალური უბნების დაკომპლექტების მიზნით.

„სწორედ სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით“,- აცხადებენ ცესკო-ში.

ამასთან, ცესკოს ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აქვთ შესაძლებლობა ზეპირი განცხადებით მიმართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის 22:00 საათის ჩათვლით.

როგორც სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, ისე საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ: ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით.

ამასთან, სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამომრჩევლისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და საარჩევნო ბიულეტენის გადაცემა მოხდება ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე, არანაკლებ ერთნახევარი მეტრის დისტანციის დაცვით.

რეგისტრირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, აკრედიტებულ მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობასა და ხმების დათვლის პროცესს. ისინი, ასევე შეძლებენ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა სპეციალური სიის საშუალებით და გამოიყენონ მათი აქტიური საარჩევნო უფლება.

სპეციალური საარჩევნო უბნები გაიხსნება დილის 07:00 საათზე და გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება დილის 08:00 საათიდან, რომელიც გასტანს 20:00 საათამდე. გადასატანი საარჩევნო ყუთი სპეციალურ საარჩევნო უბანზე დაბრუნდება 21:00 საათამდე. ამის შემდეგ, სპეციალური საარჩევნო უბნები, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, არჩევნებში ჩართული მხარეების საარჩევნო პროცესში მონაწილეობით, განახორციელებენ ხმების დათვლის პროცედურებს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ასევე არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, შესაბამისი ვადების გათვალისწინებით, დროულად მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას და ჩართულობას საარჩევნო პროცესებში“,- ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

კორონავირუსის ტესტები

საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტე...

მისი თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება. „დღეიდან პირველ თებე...
12:22
ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება ჭურვების ტრანსპორტირების დროს მოხდა. ამჟამად ინციდენტის გამოძიება...
23 წუთის წინ
დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როცა აქტივისტები მთავრობის სახლის შენობაზე საპროტესტო წარწერებით ბუშტებ...
28 წუთის წინ
როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა,...
39 წუთის წინ
მისი თქმით, თუ პირს ანტიგენზე დადებითი პასუხი ექნება, ის „პისიარ“ კვლევაზე გადამოწმებას აღარ დაექვემ...
47 წუთის წინ
ჯანდაცვის მინისტრი

„მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრი გარდამეცვ...

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მის ოჯახზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟურნალისტების მხრიდან გარკ...
51 წუთის წინ
მერიამ ვარკეთილის მეტროს დიზაინის ყველა...
მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტები არ შეესაბამებოდა თბილისის მერიის მიერ წარმოდგ...
შსს-მ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მ...
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგ...
Pfizer-ის ვაქცინა უკვე ოფიციალურად რეგის...
ამის შემდეგ ვაქცინის გამოყენება მასობრივად მოხდება. ვაქცინაციის დაწყება უკვე მომ...