საზოგადოება

როგორ შეგიძლია მოიპოვო შიდა დაფინანსება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

როგორ შეგიძლია მოიპოვო
შიდა დაფინანსება
კავკასიის საერთაშორისო
უნივერსიტეტში
1614409559
დაკოპირებულია

თუკი აბიტურიენტი ხარ და წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებ, ალბათ გაინტერესებს, დაფინანსების რა ვარიანტებს გთავაზობენ თავად უნივერსიტეტები გარდა სახელმწიფო გრანტისა. 

მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შეთავაზებებს და შენთვის მორგებული საუკეთესო მოდელი ამოარჩიო.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მოტივაციაზე პირველივე სემესტრიდან ზრუნავს. აკადემიურ მოსწრებაზე, ქულებსა და აქტიურობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

CIU- ში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები, მხოლოდ აკადემიურ ცხოვრებაში არ გამოიხატება. პროგრამის დასრულებამდე, წლების განმავლობაში ახალგაზრდები აქ პროფესიულ ცოდნასთან ერთად, იმ უნარებსაც იძენენ, რომელიც საჭიროა დასაქმებისთვის და, ზოგადად, თვითრეალიზაციისთვის.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია, დავეხმაროთ სტუდენტებს როგორც ორგანიზებული ცოდნის მოპოვებაში, ისე ჯანსაღი ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავებაში, რომელიც მათ ცოდნას ძალად აქცევს და დაარწმუნებს, რომ საკუთარ თავში ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინო ახალ-ახალი წარმატებებისათვის ბრძოლის სურვილი“, - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია.

ახალი წარმატებებისთვის ბრძოლის სურვილი კი შიდა დაფინანსების სხვადასხვა მოდელებითაა გამყარებული. სტუდენტები, რომლებიც მაღალ აკადემიურ მოსწრებას აჩვენებენ, შემდეგი სემესტრიდან სემესტრული საფასურის 100, 50 ან 20%-იან სტიპენდიას მოიპოვებენ.

ყველაზე მთავარი - უმაღლესი სასწავლებლები პრიორიტეტების მიხედვით

ყველაზე მთავარი, რაც უნდა იცოდე, არის ის, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) ყველა აბიტურიენტს, რომელიც პირველ ნომრად 115-ს შემოხაზავს, პირველ სემესტრში ყოველთვიურ 100-ლარიან სტიპენდიას და ლეპტოპს სთავაზობს.

მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, კი შენ ირჩევ ან 100 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია პირველ სემესტრში ან ლეპტოპი.

სახელმწიფო გრანტის მიღება

თუ 70%-იან ან 100%-იან სახელმწიფო გრანტს მოიპოვებ და, ამავე დროს, CIU პირველ ნომრად გექნება არჩეული, დარჩენილი სწავლის საფასური პირველი წლის განმავლობაში სრულად დაგიფინანსდება, ასევე მიიღებ ლეპტოპსა და 100 ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას პირველ სემესტრში.

ზემოთ აღნიშნული შეღავათების გარდა CIU-ში მოქმედებს ოქროს ან ვერცხლის მედალოსნებისთვის განსაკუთრებული პირობები

თუკი სკოლა ოქროს ან ვერცხლის მედალზე დაამთავრე, CIU ამას ყურადღებას აუცილებლად მიაქცევს. ოქროს მედალოსანი სტუდენტები 20%-იან, ვერცხლის მედალოსანი სტუდენტები კი - 10%-იან დაფინანსებას მოიპოვებენ, მისი შენარჩუნება შემდეგი წლიდან კი დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.

მაგისტრატურის დაფინანსება

დაბოლოს, გარდა საბაკალავრო პროგრამებისა, შიდა დაფინანსება სამაგისტრო პროგრამებზეც მოქმედებს. თუკი საბაკალავრო საფეხური 3.5 და მეტი GPA ქულით დაასრულე, მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში CIU-ში 50%-იან შიდა გრანტით ისწავლი.

CIU-ში დაფინანსების თითოეული მოდელი სტუდენტთა საჭიროებების მიხედვითაა შემუშავებული. ერთ-ერთი პრიორიტეტი გადახდის მოქნილი სისტემაა, რაც გულისხმობს გადახდას 6 ნაწილად ან სტუდენტზე მორგებული გრაფიკით.

CIU-ს ფაკულტეტებისა და საბაკალავრო პროგრამების სანახავად კი ეწვიეთ ბმულს.

21 აპრილი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1619030000

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

1619028269

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

1619026150

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

1619024956
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ ვა...

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის,...

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.