მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ მოვიქცეთ, თუ არ გვსურს კომუნალური სუბსიდირება

გაზი, დენი

მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ მთავრობის მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, სემეკმა შესაბამისი პლატფორმა აამოქმედა. მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ საკუთარი გადაწყვეტილება დააფიქსირონ სემეკის ვებ-გვერდზე - http://www.gnerc.org/ge/covid-19.

ვებ-გვერდზე რამდენიმე ველის შევსება მოგიწევთ. აირჩევთ თვეს, კომპანიას, მიუთითებთ შესაბამის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის მოცულობას და გაიგებთ გეკუთვნით თუ არა სუბსიდია. იმ შემთხვევაში თუ უარს იტყვით სუბსიდიაზე, ვებ-გვერდზე განთავსებულ სპეციალურ ფორმას შეავსებთ და გააგზავნით.

სემეკის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია სამ თვეზე -მარტი, აპრილი, მაისი, შესაძლებლობა გაქვთ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსიროთ ყოველთვიურად - ყოველ თვეზე ცალ-ცალკე. მარტის თვის გადასახადის შემთხვევაში, უარის დაფიქსირების ბოლო ვადაა 11 აპრილი. ამასთან, სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება შესაძლებელია ერთიანად - სამივე თვეზე.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახები, რომლებიც თვეში 200 კილოვატს მოიხმარენ, სრულად დაუფინანსდებათ გადასახადი, როგორც თბილისში, ისე რეგიონში. ელექტროენერგიის შემთხვევაში 200 კილოვატი ეს არის დაახლოებით 37 ლარი. ამას დაემატება წყლის და დასუფთავების გადასახადის დაფარვა. ამასთან, ოჯახები, რომლებიც 200 მ3 ბუნებრივ აირს მოიხმარენ თვეში, სრულად დაუფინანსდებათ გადასახადი. ეს თბილისის შემთხვევაში თვეში 92 ლარია, ხოლო რეგიონებში დაახლოებით 113-114 ლარი. ამისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 150 მილიონი დაიხარჯება.