მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

ჰაერის ტემპერატურის საზომი

15-დან 17 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, დაბლობსა და მთაში 28-30 გრადუსს შორის, ხოლო მაღალმთიან რაიონებში კი 22-24 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში ტემპერატურა 29-31 გრადუსი დაფიქსირდება, მთაში 26-28 გრადუსი, გუდაური-სტეფანწმინდის მხარეს კი 15-17გრადუსია მოსალოდნელი. ხოლო სამხრეთ მაღალმთიანეთში მაქსიმალური ტემპერატურა 20-22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

ინფორმაციისთვის, მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოს არცერთ რეგიონში არ არის მოსალოდნელი ღამის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.