მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორი ამინდია მოსალოდნელი მიმდინარე კვირაში?

მზიანი ამინდი

მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოში თბილი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, 27-30 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

28–29 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს, დანარჩენ დღეებში კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

31 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.

ამინდი თბილისში

👉 დედაქალაქში 27 და 29-31 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

28 ოქტომბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +18 გრადუსამდე დაიკლებს.