მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ამინდის პროგნოზი - ღრუბელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში +29 +34 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში +29 +31 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო მაღალ მთაში - +23 +25 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ნისლი. დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +20 +25 გრადუსი იქნება, იგივე ტემპერატურა დაფიქსირდება მთაში, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში +16 +22 გრადუსია მოსალოდნელი.

მომდევნო დღეებში დასავლეთ საქართველოში ამინდის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება თბილისს, დღეს მაქსიმალური ტემპერატურა +23 +24 გრადუსი იქნება. ცალკეულ უბნებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ჰაერის ტემპერატურის მცირედი კლება.