მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

სინიპტიკოსები უახლოეს დღეებში უნალექო ამინდის შენარჩუნებას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.