მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორი იქნება ქვეყანაში შემოსვლის წესები - ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საზღვარი იხსნება

საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებს საზღვრების გახსნის შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ

საქართველო ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარს უხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტით მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით შეეძლებათ ჩამოსვლა.

ჩიქოვანის განმარტებით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.