მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორია დიდუბეში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

შენობა კლინიკის

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 2 ადამიანია დაშავებული, რომლებიც ხეჩინაშვილის კლინიკაში მოათავსეს.

დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დაშავებულია 68 წლის ქალი, რომელსაც მეორე, მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. ქალი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებულია, აგრეთვე, 29 წლის ბიჭი, მეორე, მესამე ხარისხის დამწვრობით. ის ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

„კლინიკაში 2 პაციენტი შემოიყვანეს. 68 წლის ქალი, 25% დაზიანებით, მეორე, მესამე ხარისხის სასუნთქი გზების დამწვრობით. მას დამწვრობა სახეზე აქვს. მეორე პაციენტია ახალგაზრდა მამაკაცი, 13% დაზიანებით. დამწვარი აქვს სახე და მტევნები. მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში. მიმდინარეობს მათი ინტენსიური მკურნალობა. მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია“,- აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში აფეთქება დღეს 14 აგვისტოს, დილით მოხდა. აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია.