გლდანში, ქალს ყოფილმა ქმარმა სამსახურში მიაკითხა და საკანცელარიო დანით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა.
შემთხვევა სუპერმარკეტ „კარფურში“ მოხდა.
როგორც PIA.GE -ს „კარფურის“ პრესსამსახურმა განუცხადა, ქალი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც მას ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს. ის ახლა სახლშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„კარგად არის, საავადმყოფოდან უკვე გამოწერილია. კისრის არეში რამდენიმე ნაკერი დაადეს. სახლშია, ისვენებს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- აცხადებს სუპერმარკეტის პრესსამსახური.
თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:27 საათზე, წალკიდან სამხ-დასავლეთით 16 კმ-ში, სოფელ მამიშლართან, დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ნათესავები ავრცელებენ.
ფლორენციული რენესანსის მხატვრის სანდრო ბოტიჩელის იშვიათი პორტრეტი აუქციონზე იყიდება.
რუსეთში საპროტესტო აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია დააკავეს. ამის შესახებ „Meduza” იუწყება.
ღაზას სექტორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ამის შესახებ “ანადოლუ“ იუწყება.
აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ ჯოზეფ ბაიდენმა უცხო ქვეყნის ლიდერთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ whitehouse.gov იუწყება.
„ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იტალიაში, ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.