მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს

აქცია კომენდანტის წინააღმდეგ

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა დაარღვიეს. 

ისინი აცხადებენ, რომ „კომენდანტის საათი“ უნდა გაუქმდეს, რადგან შეზღუდვის გაგრძელება მოსახლეობის დამორჩილებას ისახავს მიზნად.

სამართალდამცველებს, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან აქციის მონაწილეების დაჯარიმება არ დაუწყიათ.

მოქალაქეები, პროტესტის ნიშნად, ადგილზე ცოცხალი მუსიკის კონცერტს მართავენ და ამბობენ, რომ პარლამენტის შენობასთან 05:00 საათამდე დარჩებიან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მათ ჯარიმას ისეთივე ფასი აქვს, როგორიც ამ მთავრობას“ - რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები „კომენდატის საათს“ დაარღვევენ