მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთაველის თეატრმა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობდა, გააუქმა

ზანგურის მონაწილეობით

„რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს, „იულიუს კეისარი“, - ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ რუსთაველის თეატრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მსახიობ ნინუცა მაყაშვილის სატელევიზიო განცხადებას უკავშირდება, სადაც ის რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს.

მსახიობმა გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ბესო ზანგურთან ქორწინების პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე მას სისტემატურად, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც, სცემდა.

რუსთაველის თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაყურებლებს ბილეთების დაბრუნება თეატრის სალაროში შეუძლიათ, ხოლო საიტზე - www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა ანგარიშზე დაუბრუნდებათ.

ამავე თემაზე:

📌ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

📌ნინუცა მაყაშვილი რობერტ სტურუას პასუხობს

📌„მართალია რობერტ სტურუა, ცუდი რჩევა მისცეს დაქალებმა“ - იაგო ხვიჩია ნინუცა მაყაშვილზე