მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთავში გაზის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

არ გადაკვეთო - სახანძრო

რუსთავში, ჯართის მიმღებ პუნქტში მომხდარი აფეთქების შედეგად, კაცი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე გაზის ბალონი აფეთქდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ადგილზე მუშაობდა.

როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.