საზოგადოება

რუსული ჯავშანტექნიკა უკრაინის საზღვართან, ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო პროცესი, 900- წლოვანი ჭადარი საფრთხის წინაშე - 8 აპრილის დღიური

დღიური
1617911160
დაკოპირებულია

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი
„ასტრაზენეკას“ გამოყენება მხოლოდ 55 წელს ზემოთ ასაკის პირებში მოხდება“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალი დადგენილებით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მხოლოდ 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოიყენებენ.

გადაწყვეტილების მიზეზი დიდი ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გვერდითი მოვლენების შემთხვევები გახდა, რის გამოც 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ამ ვაქცინის გამოყენება რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა.

„ევროპის წამლის სააგენტომ და ჯანმო-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია „ასტრაზენეკას“ შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ. ექსპერტების კომიტეტმა ორივე ორგანიზაციაში დაადასტურა, რომ მისი სარგებელი აღემატება ვაქცინაციით გამოწვეულ რისკებს. ამასთანავე, მათ აღიარეს შესაძლო კავშირი ვაქცინასა და თრომბოზულ გართულებას შორის. ამის შესაძლებლობა არის 4 მლნ მოსახლეზე 1.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რამდენიმე ქვეყანამ გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში „ასტრაზენეკას“ გამოყენება შეაჩერა. მაგალითად, დანიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში „ასტრაზენეკას“ გამოყენება გაგრძელდება 60 წელს ზემოთ მოსახლეობაში, საფრანგეთში 55 წელს ზემოთ, შვედეთსა და ესპანეთში 65 წელს ზემოთ.

ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია „ასტრაზენეკას“ გამოყენებას 55 წელს ზემოთ მოსახლეობაში, იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფში თუ სხვა ჯგუფებში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, „ასტრაზენეკასთვის“ ასაკობრივი ჯგუფის გაფართოება აღარ მოხდება. ამავდროულად, მათ, ვისაც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზის გაკეთებისას გვერდითი მოვლენები არ ჰქონიათ, მეორე დოზის გაკეთება ჩვეულებრივად შეუძლიათ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ახალი პარტია კიდევ შემოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის აცრისთვის „ასტრაზენეკასა“ და ფაიზერის“ ვაცქინები გამოიყენება, ხოლო „სინოფარმით“ ვაცქინაციის დასაწყებად ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმო-სგან მის აღიარებას ელოდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📌აკაკი ზოიძე: თუ არ დავიცავით რეგულაციები, მუდმივად ვიქნებით მეცხრე, მეათე და მეოცე ტალღების მოლოდინში

📌გიორგი ღიბრაძე: იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება, აუცილებელია დავიცვათ არსებული რეგულაციები

დღის პერსონა
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი გადაიდო.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გადახედვის სხდომას დაესწროს.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილს დაინიშნა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

მას საქმეზე სასამართლოსგან თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც ნიკა მელიას უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი.

2020 წლის 1-ელ ნოემბერს, ნიკა მელიას მიერ, სიტყვით გამოსვლისას, ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად შეაფასა და ნიკა მელიას გირაოს ოდენობა 70 000 ლარამდე გაუზარდა, ხოლო გადახდის ბოლო ვადად 2020 წლის 23 დეკემბერი განისაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს ნიკა მელიამ გირაოს თანხის გადახდაზე უარი საჯაროდ განაცხადა.

12 თებერვალს პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს შუამდგომლობაზე თანხმობისთვის მიმართა.

16 თებერვალს პარლამენტი დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას და ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

17 თებერვალს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმა და პატიმრობა შეუფარდა.

18 თებერვალს სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიასთვის სასამართლო განჩინების ჩასაბარებლად მივიდნენ, თუმცა პარტიის მხარდამჭერებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზად ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების თარიღისა და ფორმის შესახებ გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📌„მელიას გამოშვებით იცვლება ის, რომ ენმ მოლაპარაკების მაგიდასთან თავმჯდომარით იქნება წარმოდგენილი“ - ბოკუჩავა

📌„შევთავაზე ხელისუფლებას, რომ ღამე მელიას ციხის კარი ღია დატოვეთ მეთქი“ - გია ხუხაშვილი

დღის ფრაზები

გია ხუხაშვილი:

„შევთავაზე ხელისუფლებას, რომ ღამე მელიას ციხის კარი ღია დატოვეთ მეთქი“.

აკაკი ზოიძე:

„თუ არ დავიცავით რეგულაციები, მუდმივად ვიქნებით მეცხრე, მეათე და მეოცე ტალღების მოლოდინში“.

ვახო მეგრელიშვილი:

„ეს უბრალოდ სასამართლო სხდომა კი არ არის, არამედ პოლიტიკური მესიჯია“.

ზაალ უდუმაშვილი:

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გამოცხადდება, მოსამართლე ჩახნაშვილის მიერ არ იქნება მიღებული“

ნიკოლოზ სამხარაძე:

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“

დღის კარგი ამბავიმთავრობის განკარგულებით, 126 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები საკუთრებაში გადაეცათ

აქართველოს მთავრობის განკარგულებით, კიდევ 126 ეკომიგრანტ ოჯახს, ქვემო ქართლის, კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სახლებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ.

„ეკომიგრანტებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2016 წელს დაიწყო და ამ დრომდე, საცხოვრებელი 700-მდე ოჯახს უკვე დაუკანონდა.

დაკანონების პარალელურად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით სააგენტო მათთვის სახლებს შეისყიდის“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, უსაფრთხო გარემოში 1500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა.

აგრეთვე იხილეთ:

📌სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა იკრძალება

დღის ცუდი ამბავი
ლარი მკვეთრად გაუფასურდა

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4260 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4134 იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 1.26 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.0646 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0585 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.61 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი, ხვალიდან, 9 აპრილიდან შევა ძალაში.

აგრეთვე იხილეთ:

📌ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 11 ათასი ჰექტარი მიწა დამატებით ჩაერთვება აქტიურ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში

დღის უცხოური ამბავიუკრაინის საზღვართან რუსული ჯავშანტექნიკა დააფიქსირეს

რუსეთის ვორონეჟის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან 170 კმ-ში Conflict Intelligence Team-ის წარმომადგენლებმა რუსული შეიარაღებული ძალების საველე ბანაკი დააფიქსირეს. ამის შესახებ BBC-ის უკრაინული სამსახური იუწყება.

საველე ბანაკის ფოტოები ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაიღო. მათ შემთხვევით აღმოაჩინეს ბანაკი, სადაც დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკაა დისლოცირებული, მათ შორის ტანკები.

„აქედან უკრაინის საზღვრამდე მარშით მისვლა ერთ დღე-ღამეშია შესაძლებელი. აქ არის კარვები, სამზარეულო, სამედიცინო პუნქტი. ამ ადგილას, სავარაუდოდ, სხვა ტექნიკაც იქნება გადმოსროლილი. “ - ამბობენ ადგილობრივი მკვიდრები.

ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო დღეებში მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ყოველდღე არიან დაღუპულები და დაჭრილები.

აგრეთვე იხილეთ:

📌აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

დღის ფოტოთელავში ისტორიული ჭადარი ხმება

📷„გადაარჩინე ჭადარი“

დღის ვიდეო

აფხაზეთიდან პენსიის ასაღებად გადმოსული ბებია-ბაბუის ნახვა 2 წლის შემდეგ, პირველი შეხვედრა

🎥ზაქარია ჭელიძე

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

1619176451

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, მათ სამუშაო პროცესი დილიდან შეწყვიტეს.

1619176267

„ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, დაიკარგა ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო. დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი,“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ განაცხადა.

1619175770

საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

1619175089
ლგბტ

ლესბოსელ წყვილზე ძალადობაში ბრალდებული სასამა...

ლესბოსელ წყვილზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ჭალადიდის დამშრობი მასივის გაწმენდითი სა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე შს...

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

1619171823
„ვიცი რა შეიძლება იყოს ვაქცინაციის რეკლა...

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდვაქცინაციის შესახებ ეჭვების გასაქრობად, საჭიროა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ აიცრას.