მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი: შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ, საქართველომ პატრიოტი ადამიანები დაკარგა

სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა.

სააკაშვილმა გარდაცვლილთა ოჯახებს მოუსამძიმრა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

„შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ, საქართველომ დაკარგა პატრიოტი ადამიანები, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს! დაშავებულებს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“, - წერს სააკაშვილი.

🔴 ინფორმაციისთვის, 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

🔴 შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა.

❗პოლიციამ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით სატვირთოს მძღოლი დააკავა

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.