მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბავშვო ბაღებში სწავლა გახდა უფასო, დაინერგა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა - „ქართული ოცნების“ ფეისბუკ-გვერდი ვიდეოს აქვეყნებს

„ქართული ოცნების ფეისბუკ-გვერდზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით ვიდეო ქვეყნდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით ვიდეორგოლს აქვეყნებს.

განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2.5-ჯერ გაიზარდა: 2012 წელი - 0.7 მილიარდი ლარი; 2020 წელი - 1.8 მილიარდი ლარი;

საბავშვო ბაღებში სწავლა გახდა უფასო, დაინერგა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა;

მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 290 ლარიდან 975 ლარამდე გაიზარდა;

პროფესიული განათლების დაფინანსება 7-ჯერ გაიზარდა: 2012 წელი - 9 მილიონი ლარი, 2020 წელი - 63 მილიონი ლარი;

სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიულ განათლებას სახელმწიფო სასწავლებლებში და კერძო სასწავლებლებში პრიორიტეტულ პროგრამებზე;

პროფესიული განათლების მიღება 60 ათასზე მეტმა ადამიანმა შესძლო;

უმაღლესი განათლების დაფინანსება ოჯერ გაიზარდა - 73 მილიონიდან 150 მილიონ ლარამდე
აშენდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი უკვე მიიღო;

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება 57%-ით გაიზარდა: 2012 წელი - 36.6 მილიონი ლარი, 2020 წელი 57.3 მილიონი ლარი;

სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვანთა ზოგად განათლებას.