მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბერძნეთის ციხეში კორონავირუსი საქართველოს 12 მოქალაქეს დაუდასტურდა 

საბერძნეთის ციხე

თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა საბერძნეთის უწყებებს ნებართვა სთხოვა, რომ ციხის დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქეები მოინახულოს. ამის შესახებ PIA.GE-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, საბერძნეთის ციხეში საქართველოს 12 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. კონსული კი, საპატიმროს ადმინისტრაციასთან ყოველდღიურ კონტაქტზეა.

„ადმინისტრაციისგან მიღებულია ოფიციალური წერილი, სადაც ნათქვამია, რომ კოვიდინფიცირებულებთან მიმართებაში დაცული ყველა ნორმა და პროტოკოლი, როგორც სამკურნალო, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ამისა, ქართველი პატიმრების ოჯახები გამოთქვამენ უკმაყოფილებას ციხეში მათი ოჯახის წევრების მდგომარეობის გამო. ამის შესახებ გავრცელდა მათი საჯარო მიმართვაც. საქართველოს გენერალური კონსული საბერძნეთის შესაბამის უწყებებს მიმართავს თხოვნით, რომ მისცენ ქართველი პატიმრების მონახულების ნებართვა და შეუშვან საპატიმროში“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ინფორმაციისთვის, 12 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთის ციხეში, სადაც ქართველი პატიმრებიც იმყოფებიან, კორონავირუსი დადასტურდა.