მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მოქალაქის სუიციდი საბერძნეთის ციხეში

ციხის გისოსები

საბერძნეთის ერთ-ერთ ციხეში საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც PIA.GE-ს საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა.

"სალონიკში საქართველოს საკონსულოში შესულია ოფიციალური შეტყობინება, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.