მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა, თბილისი დიდ ტრაგედიას“ - თბილისი ენერჯი

კორონავირუსი, საგანგებო, გაზი

„თემქიდან გირეკავთ. 11- ე მიკროდან. სადარბაზოში საშინელი გაზის სუნია“ ამ შინაარსის ზარი შევიდა „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე ( 2404004). ადგილზე მისულ სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) თანამშრომლებს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ასეთი სურათი დახვდათ“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ ფართში გაზის დანადგარები რემონტის გამო მოუხსნიათ, ცენტრალური ონკანი კი არავის გადაუკეტავს.

„გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა, რომელიც ჯერ ბინაში დაგროვდა და მაღალი კონცეტრაციის შემდეგ სადარბაზოში გაჟონა.

სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა. თბილისი ტრაგედიას. რომ არა მეზობლების ყურადღება, რომლებმაც „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და რომ არა სწრაფი რეაგირების სამსახურის დროული მოქმედება ახლა ჩვენს ქალაქში დიდი ტრაგედია მოხდებოდა ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედების გამო.

დროის ამ მონაკვეთში, რომ შემთხვევით ვინმე შესულიყო ბინაში და შუქი ან ასანთი აენთო მთელი კორპუსი აფეთქდებოდა და ტრაგედია სავარაუდოდ დიდი მსხვერპლითაც დასრულდებოდა.

ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ – ჩვენს უყურადღებობას ეწირებიან სხვა ადამიანები . არ დატოვოთ გაზის დანადგარები უყურადღებოდ და ყურადღება მიაქციეთ გაზგაყვანილობის გამართულობას – ხშირად თქვენივე უსაფრთხოება თქვენს ხელშია“, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.